"ლარის ასეთ გაუფასურებას შემდეგ გამყარება მოჰყვება"
დღეს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით ვრცელი კომენტარი გააკეთა. როგორც გვენეტაძემ აღნიშნა - “გაცვლით კურსზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას და მათ უმრავლესობაზე ინფორმაცია რამდენიმე თვის შემდეგ იქნება ხელმისწავომდი. ამიტომაც, ყოველთვის არ არის შესაძლებელი ვალუტის კურსის დინამიკის ახსნა, რის გამოც, ცენტრალური ბანკები, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, მიმდინარე კურსზე და მოკლევადიან რყევებზე. როგორც წესი. კომენტარს არ აკეთებენ ხოლმე. დღეს რა ინფორმაციაც გვაქვს ეკონომიკის ფუნდამენტური ფაქტორები გაუმჯობესებულია, თუმცა ამ ეტაპზე სრული სურათის დანახვა იმის გამო, რომ საგადასახადო ბალანსი მოგვიანებით იქნება ცნობილი, შეუძლებელია.მსხვილი ფაქტორებიდან აღსანიშნავია ის, რომ ზოგადად დოლარს გამყარების ტრენდი ახასიათებს. დოლარის ინდექსს თუ დავაკვირდებით ამ წლის განმავლობაში, ვნახავთ, რომ საკმაოდ მზარდია. ამავე დროს ლირას გაუფასურება ხდება, რომელიც ლარის კურსსაც გადმოეცემა, მაგრამ რადგანაც მცურავი გაცვლითი კურსი შოკის მშთანთქმელ ფუნქციას ასრულებს, შეიძლება ვთქვათ, რომ სხვა თანაბარ პირობებში ასეთ გაუფასურებას შემდეგ გამყარება მოჰყვება და ამის მაგალითი, თუ გადახედავთ ბოლოს 3 წლის ინფორმაციას, რამდენიმე არის და თვალშისაცემია, რომ ასე ხდება ხოლმე.მნიშნელოვანია, შევხედოთ რა ხდება რეზერვების მიმართულებით. ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები საკმაოდ ხანრგლივი დროის განმავლობაში არაადეკვატური იყო, მაგრამ ახლა ვართ იმ ეტაპზე, რომ რეზერვების მოცულობა დაუახლოვდა ადეკვატურ დონეს, რაც მნიშვნელოვანია. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალში რეზერვების აქტიური შესყიდვის აუცილებლობა აღარ არის. ჩვენ გავაგრძელებთ ზრუნვას იმაზე, რომ რეზერვები გაიზარდოს, გამყარების პერიოდში ჩვენ ვყიდულობდით ხოლმე რეზერვებს, მაგრამ ამ ეტაპზე ამის აუცილებლობა არ დგას."
ოქტომბერი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123