ლარი გამყარებას განაგრძობს
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გამყარდა. ხვალისთვის 22 მაისისთვის დადგენილი კურსის თანახმად 1 დოლარი 2.2545 ლარი ეღირება, გუშინ მოქმედი კურსით კი 2.3234 ღირდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5151 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5794 ლარს შეადგენდა.
აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345