საერთაშორისო საზღვაო ფორუმი 13.09.2016
როდესაც უცხოელი ინვესტორები უყურებენ საქართველოს, ისინი ხედავენ სტაბილურ გარემოს, რეგულაციების სიმცირეს, დაბალ გადასახადებს, ბიუროკრატიის ნაკლებობას და ბიზნესგარემოს გამჭვირვალობის მაღალ ხარისხს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, საქართველოში არსებულმა მიმზიდველმა ბიზნესგარემომ შესაძლებელი გახადა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადის მნიშვნელოვნად გაზრდა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა ფორუმის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყნაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. 
აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345