გორში ღვინის ფესტივალისთვის ემზადებიან

კვირას, 14 სექტემბერს, 14:00 საათზე,  ქალაქ გორში, თეატრის მიმდებარე სკვერში გაიმართება გორის ღვინის ფესტივალი.

გორის ღვინის ფესტივალი ტრადიციულ ღონისძიებად ყალიბდება, რომელზეც მთელი საქართველოდან მოწვეული მეღვინეები საკუთარ მარნებში ტრადიციული მეთოდით დაყენებულ ღვინოებს წარმოადგენენ.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება  არა მარტო ქართლის, არამედ იმერეთის, რაჭის, ლეჩხუმის, მესხეთის და კახეთის ღვინოები, მოეწყობა სხვადასხვა სოფლის პროდუქტების და ხელნაკეთი ნივთების გაყიდვა. ასევე გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ჯაზ ბენდი "კანუდოსი".

გორის ღვინის ფესტივალი მიზნად ისახავს არაინდუსტრიული, ნამდვილი ქართული ღვინის ნიშნის განვითარებას საქართველოს ბაზარზე, მცირე მწარმოებელთა ხელშეწყობას, ქართული ღვინის პოპულარიზაციას, საოჯახო მარნების კულტურის განვითარებასა და ენდემური ვაზის ჯიშების მოძიება-შენარჩუნებას.

ფესტივალზე დასასწრებად მოწვეულნი არიან რესტორნებისა და სასტუმროების მენეჯერები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები;

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:

საქართველოს ტრადიციული მეღვინეობის გაერთიანება აერთიანებს: ქართლის, კახეთის, იმერეთის, რაჭისა და ლეჩხუმის, სამცხე ჯავახეთისა და სამეგრელოს მეღვინეობის ასოციაციებს.

ორგანიზაციასაქართველოს მასშტაბით ეწევა უწყვეტ საგანმანათლებლო საქმიანობას, ეხმარება მეღვინეებს რჩევებით, აუცილებელი ხელსაწყოებით, მარკეტინგით, ბრენდინგით, ბიზნეს უნარების ამაღლებითა და სათანადო ლიტერატურით. ორგანიზაციის წევრთა რაოდენობა 700 მეღვინეს აჭარბებს.

გორის ღვინის ფესტივალი ტრადიციული ღონისძიებაა და ყოველი წლის სექტემბერში ტარდება. 

მარტი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031