დიმიტრი ცინცაძის ფილმი "შინდისი" ოსკარისთვის იბრძოლებს
დიმიტრი ცინცაძის ფილმის "შინდისი" პირველი თრეილერი გამოქვეყნდა. ფილმი საქართველოდან წელს ოსკარისთვის იბრძოლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება, 31 ივლისს, რეჟისორების, დამდგმელი მხატვრის, მსახიობების, პროდიუსერებისა და კინოკრიტიკოსებისგან დაკომპლექტებულმა 12-კაციანმა ჟიურიმ ფარული კენჭისყრის საფუძველზე მიიღო.

ფილმი 2008 წლის აგვისტოს ომზეა. 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან რუსეთის სამხედრო ნაწილთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაეცა მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეულის 17 ქართველი ჯარისკაცი. ფილმი მათ რეალურ ისტორიას ასახავს. 

აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345