თავისუფალი კინოჩვენებები გორში 19.07.2016
გორში თავისუფალი კინოჩვენებები გრძელდება. კულტურისა და დასვენების  პარკში ლევან თუთბერიძის ფილმი "მოირა" შეკრებილ საზოგადოებას უჩვენეს. ფილმის ჩვენებას მსახიობები, "მოირას" რეჯისორი და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. ფილმის დასრულების შემდეგ აუდიტორია  დისკუსიაში ჩაერთო და მსახიობებს მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვეს. თავისუფალი კინოჩვენებები მიზნად ისახავს იმას, რომ მაყურებელმა ზაფხულის ცხელ დღეებში დრო ნაყოფიერად და სასიამოვნოდ გაატაროს. 
მარტი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031