რუსულ-ქართული რეპერტუარი გორის ცენტრში ოლიმპიელების პატივსაცემად 26.08.2016
ფოიერვერკით დასრულდა წუხელ, გვიან ღამით, გორში ოლიმპიელების პატივსაცემად გამართული კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მომღერალმა დათო ხუჯაძემ და ჯგუფმა „ქოლორმა“ მიიღეს. რუსულ-ქართული რეპერტუარი ომიდან 8 წლის თავზე ნაომარ ქალაქში ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ცენტრალურ მოედანზე შეკრებილი მოქალაქეების გარკვეულმა ნაწილმა კონცერტი დასრულებამდე დატოვა. მათი პროტესტის მიზეზი სცენიდან დათო ხუჯაძის მიერ გაჟღერებული რუსულენოვანი სიღერები გახდა. 8 აგვისტოს რიოს ოლიმპიადაზე, ლაშა შავდათუაშვილის ჟესტი რუსი მოწინააღმდეგის მიმართ მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა, თუმცა საკუთარ ქალაქში მას და სხვა ოლიმპიელებს  რუსული სიმღერებით დახვდნენ. კონცერტის ორგანიზებისთვის გორის მერიამ 20 ათასი ლარი დახარჯა, რომელსაც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. 
თებერვალი 2025
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
242526272812