ღვინის ტურიზმის პირველ საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში 8.09.2016
საქართველო  გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ღვინის ტურიზმის პირველ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენციის გახსნასთან დაკავშირებულ საზეიმო მიღებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ღონისძიების ჩატარების ადგილად საქართველოს შერჩევისთვის და თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა. გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში არსებობს ღვინის დაყენების უნიკალური ტრადიციული მეთოდები, მათ შორის ქვევრის მეთოდი, რაც აღიარებულია იუნესკოს მიერ და შეტანილია კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში. 
აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345