პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ამსახველი მასალების გამოფენა კასპში 20.09.2016
კასპში პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ამსახველი გამოფენა-მუზეუმი გაიხსნა. პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს მეორე არქივის განყოფილების უფროსის, ვანო ჯახუას ინიციატივით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით გაიხსნა. მუზეუმი საბჭოთა პერიოდში აშენებული მილიციის შენობაშია, რომელშიც დღეს სკოლა-გიმნაზიაა განთავსებული. მუზეუმში სამომავლოდ გაკვეთილების ჩატარება ფილმების ჩვენება იგეგმება, რომლის მეშვეობითაც ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ შეიტყონ თუ რა ხდებოდა საბჭოთა პერიოდში. მუზეუმის გახსნაში მოსწავლეებმაც შეიტანეს წვლილი, მათ 170 რეპრესირებული ადამიანის შესახებ მოიძიეს ინფორმაცია. გახსნის ცერემონიას პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. 
აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345