ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის მასტერსის 1/2 ფინალშია

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირზე ქართველმა  ნიკოლოზ ბასილაშვილმა 1/2 ფინალის საგზური მოიპოვა.

ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა 1/4 ფინალურ ეტაპზე ფრანგი ჟერემი შარდი დაამარცხა.   ბასილაშვილს გამარჯვების მოსაპოვებლად 1 საათი და 8 წუთი დასჭირდა.

ჰამბურგის მასტერსზე მე-4 ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა შარდს ძალიან იოლად  2-სეტში  6-3, 6-2 სძლია.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ტურნირის 1/2 ფინალში სერბ ფილიპ კრაჟინოვიჩისა და ATP-ს რეიტინგის მე-5 ჩოგანის გერმანელი ალექსანდრ ზვერევის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

ჰამბურგის საჩოგბურთო ტურნირზე ერთი სენსაცია დაფიქსირდა.    პირველ ნომრად განთესილმა ავსტრიელმა დომინიკ ტიმმა რუს ანდრეი რუბლევთან წააგო.   დაძაბულ ორთაბრძოლაში სლავმა ჩოგბურთელმა მრისხანე მოწინააღმდეგეს ორივე სეტი ტაიბრეიკით 7-6, 7-6 მოუგო.

 


მარტი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031