გორელი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა (ვიდეო)

ლას-ვეგასში, თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარაზე გორელი მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ხინჩეგაშვილმა ფინალამდე 4 მეტოქეს მოუგო, იტალიელი სალვატორე მანინო 10-0, ბულგარელი გიორგი ვანგელოვი 6-1, ყაზახი არტას სანაა 7-2, ნახევარინალში კი მონღოლი ბეხბაიარ ერდენბატი 10-2 დაამარცხა. ფინალში ქართველის მეტოქე ირანელი მსოფლიო ჩემპიონი ხასან რახიმი იყო, რომელსაც დაძაბულ ბრძოლაში ბოლო წამებზე მოპოვებული ქულების წყალობით 5-4 აჯობა და მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

 

 

 

აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345