შეღებილი ბანერი გორის შესასვლელში 18.07.2016
გორის შესასვლელში გაკრული ბილბორდი მერიის თანამშრომლებს გადაღებილი დახვდათ.  დაუდგენელი პირების მიერ შეღებილია ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა შავდათუაშვილის ფოტო. მერიის თანამშრომლებმა ქალაქის შესასვლელში ლაშა შავდათუაშვილის,  გენო პეტრიაშვილის, ლადო ხენჩიგაშვილის, ვაჟა მარგველაშვილის და ბექა ღვინიაშვილის ბილბორდი 14 ივლისს განათავსეს, მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსის, თეა კეჩხუაშვილის თქმით, მომხდარის შესახებ სამართალდამცავი  ორგანოებისთვის არ მიუმართავთ. კეჩხუაშვილის ინფორმაციითვე, ბანერის აღდგენა ვერ მოხერხდა.
აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345