საქართველომ რიოს ოლიმპიადაზე კიდევ ერთი მედალი მოიპოვა 17.08.2016
ბრინჯაოს კიდევ ერთი მედალი საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს შმაგი ბოლქვაძემ მოუტანა. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ 66 კგ-წონით კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა. ქართველი მოჭიდავე გადამწყვეტ შეხვედრაში იაპონელ ფალავანს დაუპირისპირდა და მეტოქეს 1:0 სძლია.  22 წლის ბოლქვაძისთვის სადებიუტო ოლიმპიადა წარმატებული გამოდგა. ახალგაზრდა სპორტსმენმა ასპარეზობა ფინელი მოჭიდავის დამარცხებით დაიწყო, შემდეგ სძლია ირანელ სპორტსმენს, ნახევარ ფინალში კი სერბ დავორ სტეფანეკთან დამარცხდა.  ამრიგად, საქართველოს ნაკრების მონაგარი რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ამ დროისთვის ერთი ოქრო, ერთი ვერცხლი და სამი ბრინჯაოა.
აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345