ავტორბოლა ბათუმში 23.08.2016
შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით, ბათუმში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოში ყველაზე მასშტაბური ავტორბოლა - გაიმართა, რომელიც კომპანიებმა -„თეგეტა მოტორსი “ და „ბრიჯსთოუნი“ წარმოადგინეს. შეჯიბრება „ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასი“ წრიული რბოლის სახით ჩატარდა. მრბოლელებმა თავიანთ სარბოლო ავტომანქანებზე შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში დამზადებული სტიკერები განათავსეს. ღონისძიების დასასრულს, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსმა დავით მამულაშვილმა ნომინაციაში - „ყველაზე კანონმორჩილი მძღოლი“ გამარჯვებული სპეციალური პრიზით დააჯილდოვა. 
აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345