საფეხბურთო თასის გათამაშება დაიწყო 19.09.2016
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით, ქვეყნის მასშტაბით, საფეხბურთო თასის გათამაშება დაიწყო. ამჟამად, ტურნირი გორში იმართება, სადაც შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების გუნდები იღებენ მონაწილეობას. ქვეყნის მასშტაბით კი სულ 250 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი იბრძოლებს გამარჯვებისთვის. ფინალური შეხვედრა თბილისში, 14 დეკემბერს გაიმართება. 
მარტი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031