საგამოცდო ცენტრი გორში ისევე როგორც ყველგან დილის
რვა საათზე გაიხსნა აბიტურიენტების მიღება კი 9 საათიდან დაიწყო. დღეს აბიტურიენტებმა
ერთიან ეროვნული გამოცდები ქართულ ენასა და
ლიტერატურაში ჩააბარეს, გამოცდები ორ ეტაპად ჩატარდა. პირველი ნაკადის მიღება 13 საათისთვის დასრულდა, მორე ნაკადმა კი გამოცდების ჩაბარება 2 საათიდან დაიწყო. საგამოცდო პროცესი მშვიდ
ვითარებაში წარიმართა. გორის საგამოცდო ცენტრმა
დღეს 1000-მდე აბიტურიენტს უმასპინძლა. ერთიანი ეროვნული გამოცდები 26 ივნისს
დაიწყო და 16 აგვისტოს დასრულდება .