გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 იანვარს 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1001 აბონენტს კასპის რაიონის სოფლებში ახალციხე, ნოსტე, გოსტიბე და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 18:00 საათამდე 1619 აბონენტს გორში გურამიშვილის, ლურნაჩარსკის, სამეფოს და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში კარალეთი, ძევერა, გარეჯვარი და მიმდებარე სოფლებში, 12:00-დან 15:00 საათამდე 2209 აბონენტს ბორჯომის რაიონის სოფლებში ყვიბისი, ახალდაბა და მიმდებარე სოფლებში, 15:00-დან 18:00 საათამდე 708 აბონენტს ქარელის რაიონის სოფლებში ძლევიჯვარი, სასირეთი, რუისი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
|