გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 იანვარს 12:00-დან 13:35 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 362 აბონენტს ბაკურიანში წაქაძის ქუჩაზე და კოხტის ძირში, 14:00-დან 17:00 საათამდე 367 აბონენტს ბორჯომის რაიონის სოფლებში ტბა, წაღვერი, დაბა და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
|