გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 იანვარს 10:30-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 146 აბონენტს გორის რაიონის სოფელ მერეთში, 11:00-დან 17:00 საათამდე 102 აბონენტს ხაშურში სტალინის, რობაქიძის, აეროდრომის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში ბიჯნისი, ვაყა, ცხრამუხა და მიმდებარე სოფლებში, 12:00-დან 14:00 საათამდე 41 აბონენტს ჩუმათელეთში და თამარ მეფის ქუჩაზე სურამში, 12:00-დან 15:00 საათამდე 2211 აბონენტს ბორჯომის რაიონის სოფელ ახალდაბაში, 12:00-დან 15:00 საათამდე 358 აბონენტს გორში გორკის, ჩუბინაშვილის, თამარ მეფის და მიმდებარე ქუჩებზე, 13:00-დან 14:00 საათამდე 2136 აბონენტს კასპში სტალინის, გრიშაშვილის, დადიანის და მიმდებარე ქუჩებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
|