ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 30 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება 10:00-დან 18:00 საათამდე შეუწყდება 939 აბონენტს გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ტყვიავი, მარანა, ფლავი, ფლავისმანი. 10:00-დან 18:00 საათამდე - 539 აბონენტს ატენში. 15:00-დან 18:00 საათამდე - 1344 აბონენტს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქვენატკოცა, მოხისი, შაქშაქეთი და დაბა აგარაში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
|