ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 აპრილს 10:45-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1306 აბონენტს კასპის რაიონის სოფლებში ახალციხე, ნოსტე, ახალქალაქი, ჩოჩეთი და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 18:00 საათამდე 1629 აბონენტს ხაშურში იმერეთის, ბორჯომის, აეროდრომის, სტალინის და მიმდებარე ქუჩებზე, 11:00-დან 18:00 საათამდე 2343 აბონენტს გორის რაიონის სოფლებში ქიწნისი, გორიჯვარი და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე გორში მარაბდელის, ქარხნის, მიჩურინის და მიმდებარე ქუჩებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
|