ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 მაისს 10:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1802 აბონენტს ბორჯომში, ბაკურიანში, საკირეში, ტაძრისსა და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 18:00 საათამდე 5763 აბონენტს სურამსა და ხაშურში, აგრეთვე მიმდებარე სოფლებში, 12:00-დან 13:00 საათამდე 953 აბონენტს ქარელში ცაბაძის, ფანასკერტელის, გოგებაშვილის, ამირეჯიბის და მიმდებარე ქუჩებზე, 16:00-დან 18:30 საათამდე 801 აბონენტს გორის რაიონის სოფლებში კარალეთი, გარეჯვარი და ძევერა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
|