ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ივლისს 10:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1712 აბონენტს გორის რაიონის სოფლებში ხიდისთავი, უფლისციხე, აზნეთი და მიმდებარე სოფლებში, 14:00-დან 18:00 საათამდე 27 აბონენტს ხაშურის რაიონის სოფლებში გომი, ოსიაური, აგარები, ხცისი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
|