ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 2 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება 10:00-დან 18:30 საათამდე შეუწყდება 1157 აბონენტს გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქვემო და ზემო ხვითი, ზემო და ქვემო ნიქოზი, ფხვენისი. 12:00-დან 17:00 საათამდე - 77 აბონენტს სოფლებში შინდისი, ყელქცეული, ფხვენისი.
11:00-დან 18:00 საათამდე - 1432 აბონენტს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქვიშხეთი, ტაშისკარი, სათივე, ბეღლეთი და მიმდებარე სოფლებში. 15:00-დან 19:00 საათამდე - 709 აბონენტს სოფლებში ტეზერი, სავანისუბანი, ყიფიანთუბანი, მონასტერი და მიმდებარე სოფლებში. 17:00-დან 18:00 საათამდე - 3383 აბონენტს ხაშურში რუსთაველის, სააკაძის, იმერეთის, კოსტავას, ლომოურის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
|