"არ გაბედოს არავინ, რომ ეს ფეხბურთელები დაიცვას!"
არ გაბედოს არავინ, რომ ეს ფეხბურთელები დაიცვას, ყველას დავუპირისპირდები, ვინც არ უნდა იყოს, რადგან ეს ადამიანები არიან ამის ღირსი. რასაც დაიმსახურებენ, იმას მიიღებენ და მე ამის გარანტიას ვიძლევი,- ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით დაკავებული ფეხბურთელების საქმეზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ლევან კობიაშვილმა მედიასა და საზოგადოებას მოუწოდა, რომ გვერდში დაუდგნენ, რათა მსგავსი ფაქტების წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა გაგრძელდეს.

მოვუწოდებ ყველას, მათ შორის მედიის წარმომადგენლებსაც, რომ მნიშნველოვანია, ყოველთვის ისეთი მესიჯები გავაშუქოთ, რომელიც ხელს კი არ უწყობს მათ ქმედებებს, პირიქით. გთხოვთ, გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს, რომ ვებრძოლოთ ამ ყველაფერს“,- აცხადებს ლევან კობიაშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე დაკავებულია ჯამში 11ფეხბურთელი. ყველა მათგანს ბრალი უკვე წარუდგინეს. 
დეკემბერი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345