"ბრძოლა გრძელდება"
დღეს, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ კიდევ ერთი ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ შს სამინისტროს გადაწყვეტილების მიუხედავად, რომელმაც "თბილისი პრაიდის" გამართვა აკრძალა, ისინი მაინც მობილიზებულები არიან, უკან არ დაიხევენ და ბრძოლას აგრძელებენ. "ჩვენი ბრძოლა გრძელდება, მიუხედავად იმ რაღაც შუალედური გამარჯვებისა, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადმოდგა ნაბიჯი ხალხისკენ და გამოაცხადა, რომ უკრძალავს ე.წ. პრაიდის მონაწილეებს ამ აქციების ჩატარებას. დღეს დილას ე.წ. პრაიდის ორგანიზატორმა გამოაცხადა, რომ მიუხედავად ამისა, ისინი ყველა ღონისძიებას ჩაგვიტარებენ. რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება. გუშინ ჩვენ ვიყავით ვერის ბაღში ისევ და მე გავაკეთე განცხადება, რომელიც იყო ძალიან მკაფიო. რახან ჩვენმა სახელმწიფომ, რომლის დესტაბილიზაციასაც ჩვენ არ დავუშვებთ, გადმოდგა ხალხისკენ ნაბიჯი და შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ის, რაც გააკეთა, ჩვენ მადლობის და კეთილი ნების ნიშნად, გავაუქმეთ ე.წ. პატრულირება ანუ მოძრაობა ქალაქში ამ ჩვენი მხარდამჭერების და ამ გარყვნილების მოწინააღმდეგეების. როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენმა ძვირფასმა მედიამ ეს დაიხვია ხელზე და წამოვიდა სტატიები, რომ ჩვენ უკან დავიხიეთ, ჩვენ მთავრობასთან შეთანხმებით ვცდილობთ ჩავაქროთ ხალხის რისხვა, ჩვენ ეკლესიასთან შეთანხმებით ვცდილობთ გავაუქმოთ ხალხის წინააღმდეგობა და ათასი სისულელეები, ამ ჩვენს ტვინაბნეულ და გაყოფილ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ეგრევე გადმოიღვარა მედიაში. ჩვენ ამას ყურადღებას არ ვაქცევთ,  ვინარჩუნებთ სიმშვიდეს და სრულ მზადყოფნას იმისთვის, რომ არ დავუშვათ უწესრიგობა. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ჩვენი ერთობის, ჩვენი სახალხო ნების გამოხატულების და ჩვენი შეკრების მიზანი იყო და არის არა რაღაც უკანონო ფორმირებების შექმნა, როგორც გვაბრალებენ, არა რაღაც აგრესია და ესკალაცია, არამედ, რომ არ დავუშვათ ხალხის ბრბოდ ქცევა, იმ სამართლიანი პროტესტისა და იმ რისხვის, რომელიც ხალხში არის, გადაღვრა ქვეყნის დესტაბილიზაციაში. ამიტომ მოვუწოდეთ ჩვენ კაცებს, ჩვენს მეგობრებს, ვისაც გამოცდილება აქვს წესრიგის დაცვაში, რომ დაგვეხმარონ ამის ორგანიზებაში, ამიტომ ვთხოვეთ და არ ავუკრძალეთ, როგორც ზოგიერთი გვაბრალებს, ქალბატონებს იქ მონაწილეობა. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ იყოს ჩვენს ქვეყანაში სიმშვიდე და მშვიდობა და დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება. ეს კვირა გადაივლის, არაფერს ჩვენ ამათ არ ჩავატარებინეთ. წავალთ ჩვენ ჩვენს სახლებში და გავაგრძელებთ ჩვენ ცხოვრებას. ჩვენ ძალიან წყნარად და მშვიდად ახლა წავალთ „ვერის ბაღში“. არ არის აუცილებელი, რომ ყველა იქ მოვიდეს, მაგრამ ვისაც გინდათ, მობრძანდით. უბრალოდ, ყველანი იყავით მზად. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენ ჩვენიანს დაიბარებენ დაკითხვაზე, სრულიად საკმარისი რესურსი გვაქვს იმისთვის, რომ ყველას ყველაფერი შევატყობინოთ და თუ ეს უბედურები რაღაცას მოინდომებენ, ვიმოქმედებთ იმ გეგმის მიხედვით, რომელიც გამოვაცხადეთ ვერის ბაღში“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 2025
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.4038
EUR2.5718
GBP3.0757
RUB4.272