პარტია „კანონის და სამართალის" დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი ფეისბუქზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
„ვაახ, რა გჭირთ ადამიანებო, გახარიას და მისი დამნაშავეების მიერ დამიზნებით ნასროლი ტყვიები, რითიც ხალხს თვალები დასთხარეს და ფილტვები და თავი გაუხვრიტეს, "შემთხვევით ნასროლ ქვებად"გეჩვენებათ. ასე სასწორზე, ამ ერთი მახრჩობელა, "ჩარჩი ოლიგარქის" გამო, რომელიც მალე დატოვებს ამ ქვეყანას, ასე ტალახისთვის რატომ იმეტებთ თავს", - წერს ჩარკვიანი ფეისბუქზე.