მოდის ფესტივალის ჩაშლაში, ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი გორის მერიას ადანაშაულებს. სოსო კავკავაშვილი აცხადებს, რომ განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებელი მხოლოდ ადგილობრიოვი ხელისუფლებაა, რადგან თავზარაშვილის უწყებამ მათი მხარდაჭერა სათანადოთ ვერ უზრუნველყო. კავკავაშვილის განმარტებით, გორში ჩამოსვლაზე ინტერნეტ ტელივიზიის გადამღებ ჯგუფებს ნებართვა მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა მისცა და ანტისაოკუპაციო ღონისძიების გაშარჟებაშიც დაეთანხმა.
|