პურის ნატეხზე ვოცნებობთ - 7 სულიანი ოჯახი უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს

ქუთაისში თაბუკაშვილის ქუჩაზე, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართულზე 7-სულიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს.

გევორქიანების სახლს არ აქვს ფანჯრები, კედლებში იმდენი ბზარია, რომ მათ ამოვსებას ტილოებით და გაზეთებით ცდილობენ. ბოლო სართულია და ჭერიდან წყალი სახლის ყველა ნაწილში თანაბრად ჩადის, კედლებს ობი აქვს მოდებული, იატაკი - ბეტონისაა, ჩამსხვრეულ მინებზე კი დაფლეთილი პოლიეთილენი აქვთ აკრული და წვიმისა და ქარისგან თავს ასე იცავენ.

ხუთი მცირეწლოვანი ბავშვი, 12 წლის ანა-მარია, 10 წლის რომა, 9 წლის ლუკა, 4 წლის ლაშა და 2 წლის ელენე მშობლებთან, 36 წლის რიფსიკთან და 47 წლის სპირიდონ გევორქიანთან ერთად ელემენტარულ საცხოვრებელ პირობებსა და საკვებ-პროდუქტებზე ოცნებობენ.

მშობლებსა და მათ ხუთ შვილს დასაძინებლად სამ საწოლი აქვთ. 7-სულიან ოჯახს სულ 3 სკამი აქვს. რიგრიგობით სადილობენ და გაკვეთილებსაც რიგრიგობით ამზადებენ. ოჯახმა 6 წლის წინ უმძიმესი ტრაგედი გადაიტანა, 4 თვის ჩვილი ფილტვების ანთების გამო გარდაეცვალა. უმძიმეს სოციალურ მდგომარეობააზე, ბავშვების პრობლემებსა და ოცნებებზე არასრწულოვნების დედა, რიფსიკ გევორქიანი გვესაუბრა.

„უმძიმეს პირობებში გვიწევს 5 შვილის გაზრდა, ფანჯარაც კი დაზიანებულია, ცელოფნები და ადიელები გვაქვს აფარებული. 5 ბავშვიდან სკოლის ასაკი 3 ბავშვს აქვს და სკოლაში ვერ ვუშვებ, რადგან ტანსაცმელი არ აქვთ. საწოლი დაზიანებულია, გული აქვს ჩავარდნილი და ადიელები გვაქვს ჩალაგებული. ოთახის ყველა წერტილში წყალი მოედინება, კედლებს თქვენს უყურებთ ობი აქვს მოკიდებული. ასეთ პირობებში ალბათ, თავმოყვარე გლეხი პირუტყვსაც არ ამყოვებს.ვერსად ვერ ვმუშაობ ბავშვების გამო, მე სახლს ვერ ვტოვებ, მოგეხსენებათ 5 შვილს რამხელა ყურადღება სჭირდება, ჩემი მეუღლე კი არსად არ მუშაობს. სად არ იყო, ვინ არ შეაწუხა, მაგრამ სამსახური ვერსად იპოვა. მოგეხსენებათ ქუთაისში კიდევ უფრო ჭირს სამსახურის პოვნა. ამ ქალაქში ვინმე ნაცნობი თუ არ გყავს, ისე ვერ დასაქმდები. სახლში ყველაფერი დაზიანებულია, არ ვიცი, პრობლემებს თავი როგორ უნდა გავართვათ. რამდენიმე თვეა გაზქურაა დაზიანებული, ბუნებრივი აირი აპარებს და საჭმლის მოსამზადებლად ცოტა ხნით ვრთავ და მერე ვკეტავ, რადგან გაზი ჟონავს და მეშინია არ გავიგუდოთ, ან კიდევ აფეთქება არ მოხდეს და 7 სულიანი ოჯახი არ ამოვიხოცოთ.,- გვიყვება ოჯახის დიასახლისი.

ავტორი: ირაკლი ვაჩიბერაძე

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 2025
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.4038
EUR2.5718
GBP3.0757
RUB4.272