9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე სასჯელის შემსუბუქებას ითხოვს

გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულმა იაგო ნებიერიძემ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

როგორც  ნებიერიძის ადვოკატი, მარიამ  პაპოშვილი აცხადებს, მსჯავდებულის მოთხოვნა სასჯელის შემსუბუქებაა.

„გასაჩივრებულია იმ დროში, რა ვადაც გვქონდა. გამამართლებელ განაჩენს არა, მაგრამ ობიექტურ გადაწყვეტილებას ითხოვს. ფიქრობს, რომ გამოძიება სხვა მუხლით უნდა წასულიყო,“ - განგვიცხადა ადვოკატმა მარიამ პაპოშვილმა. 

27 მაისს, გორის რაიონულმა სასამართლომ იაგო ნებიერიძე ორივე მუხლში დამნაშავედ ცნო. კერძოდ, განზრახ მკვლელობისა და გარყვნილი ქმედების მუხლებით.

სასამართლო პროცესზე იაგო ნებიერიძემ დასკვნითი სიტყვის უფლებით ისარგებლა და მოსამართლეს მიმართა. მისი თქმით, ის უდანაშაულოა და დამნაშავედ მხოლოდ დანაშაულის შეუტყობინებლობაში უნდა ცნონ. 

გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 2018 წლის 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. მისი ცხედარი სამართალდამცავებმა მდინარე ლიახვის პირას რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. საქმეზე ბრალდებულის სახით დააკავეს 33 წლის იაგო ნებიერიძე, რომელიც მეზობლად მდებარე სახლში სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა.

მას თავდაპირველად ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით წარუდგინეს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ კი ბრალი 138-ე მუხლით დაუმძიმდა, რაც არასრულწლოვნის მიმართ სექსუალურ ძალადობას გულისხმობს.

წყარო : "პრაიმტაიმი

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 2025
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.4038
EUR2.5718
GBP3.0757
RUB4.272