გურჯაანში მე -12 კლასის მოსწავლეები ავტოავარიაში მოყვნენ. ცნობილია, რომ მსუბუქი მარკის ავტომობილი სავალი გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია მასწავლებელი და რამდენიმე მოსწავლე.ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. როგორც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
|