სოფელ ოსიაურთან მომხდარ ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს ავტობუსი და მიკროავტობუსი შეეჯახნენ. არსებული ინფორმაციით, ავტობუსი აზერბაიჯანული ნომრებით მოძრაობდა. შსს-მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპულატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცლის მოსპობა.
|