დღეს, 31 ივლისს მსოფლიოს "ლურჯი მთვარის" დანახვის საშუალება ექნება. როგორც წესი, ყოველი თვის განმავლობაში ერთი, ხოლო წლის განმავლობაში 12 სავსე მთვარეა, თუმცა 2.7 წელიწადში ერთხელ "მეცამეტე მთვარე" ემატება. სწორედ ეს "ზედმეტი" მთვარეა "ლურჯი მთვარე" - მეორე სავსე მთვარე ერთი კალენდარული თვის განმავლობაში. ტერმინი " ლურჯი მთვარე "არ ნიშნავს იმას, რომ მთვარე მართლაც ლურჯი (ან ცისფერი) ფერის უნდა იყოს. ეს სახელწოდება მოდის გამოთქმიდან "ერთხელ ლურჯი მთვარის ქვეშ", რასაც ისეთი მოვლენის აღსაწერად იყენებენ, რასაც ისინი ხშირად არ აწყდებიან და ისეთი ქმედებების გამოსახატად რასაც იშვიათად სჩადიან. მთვარე სინამდვილეში არასოდესაა ლურჯი, მისი განსხვავებულ ფერად აღქმა ატმოსფერული მტვრისგან, ვულკანური ამოფრქვევებისა და ხანძრისგანაა გამოწვეული. ვინაიდან, როგორც წესი, თვეში მხოლოდ ერთი "სავსე მთვარეა" და "მეცამეტე მთვარე" საკმაოდ იშვიათია, სწორედ ამიტომ უწოდებენ მას "ლურჯ მთვარეს".
წყარო: newposts.ge
|