ამ წუთებში კასპის რაიონიში ძლიერი ხანძარია, სოფელ იგოთში ვენახები იწვის. სახანძრო დაცვის სამსახურის რამდენიმე ბრიგადა გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციას უკვე ორ საათზე მეტია ცდილობს. ხანძარი იმდენად ძლიერია, რომ ადგილზე დამატებითი ბრიგადების გამოძახება გახდა საჭირო. უკვე დაიწვა ვენახების საკმაოდ დიდი ფართობი. ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევ მიზეზად მოსახლეობის დაუდევრობა სახელდება. შემთხვევის ადგილზე იმყოფება შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი რომელიც დაზარალებულ მოსახლეობას ხვდება და არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა. ტერიტორიაზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.
|