საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთიდან ორი მწყემსი უკანონოდ დააკავეს. 75 წლის მურად ჯავახიშვილის და 40 წლის ივანე სეხნიაშვილის დაკავება ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე იმ დროს მოხდა, როდესაც მწყებსები სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე მსხვილფეხა პირუტყვს მწყემსავდნენ. „დია“-ს გადამღები ჯგუფი ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე იმყოფება დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
|