გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერისა და ქვემო არცევის სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა და გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირვლემა მოადგილემ , გია წვერავამ მოინახულეს. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის პრესსამსახური იუწყება. სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები განათლებისა და მეცნიერების სამინსიტროს მიერაა დაფინანსებული. სოფ.ქვეშის საჯარო სკოლასთან არსებული ქვემო არცევის საშუალო სკოლა მხოლოდ დაწყებითი კლასების მოსწავლეებს მიიღებს. ფუნქციონირებას კი ახალი სასწავლოს წლიდან დაიწყებს.