კასპში გზების
სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ამის შესახებ მუნიციპალიტეტის
პრესსამსახური იტყობინება. ამჯერად ტერიტორიის მოპირკეთების სამუშაოები ბაზრის მიმდებარედ, რკინიგზის ლიანდაგზე გადასასვლელ გზაზე მიმდინარეობს.
ქალაქის ცენტრში კი, ბაზრისწინა ტერიტორიაზე ქუჩის ორივე მხარეს უკვე დასრულდა ასფალტის საფარის დაგება,
სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო #1“ აწარმოებს. სამუშაოების ღირებულება 128 770 ლარია.