სასწავლო
პროცესი სკოლებში 14 სექტემბერს დაიწყება, ამის შესახებ განათლების სამინისტრო იუწყება.
სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს, რომ საჯარო სკოლებში 2015-2016 სასწავლო წელი 14 სექტემბერს დაიწყება და არ შეესაბამება სიმართლეს რიგი მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია სწავლის გადადების თაობაზე“-წერია განათლების სამინისტროს განცხადებაში
რომელიც უწყების ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნდა.