გორის მუნიციპალიტეტში, ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე სოფელ ბერშუეთიდან გატაცებული ორი მწყემსი თავისუფალია. დაკავებული 75 წლის მურად ჯავახიშვილი და 40 წლის ივანე სეხნიაშვილი ცხინვალის მილიციის წინასწარი პატიმრობის იზოლატორიდან გუშინ გვიან ღამით ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მათმა ოჯახებმა ოსურ მხარეს 2000-2000 რუსული რუბლი გადასცეს. დეფაქტო სასამართლომ ისინი ე. წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის გაასამართლა. ჯავახიშვილის და სეხნიაშვილის დაკავება 25 აგისტოს მოხდა, ისინი რუსმა მესაზღვრეებმა ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე მაშინ დააკავეს, როდესაც პირუტყვს მწყემსავდნენ . ივანე სეხნიაშვილი და მურად ჯვახიშვილი საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში 4 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
|