2015 წლის 15 სექტემბრიდან პენსიონერები უკვე გაზრდილ პენსიას მიიღებენ. მორიგი ცვლილება ძალაში ამა წლის 1 სექტემბრიდან შევა და ასაკით პენსიონერებისათვის პენსია 160 ლარი გახდება. გარდა ამისა, პენსიონერებისათვის მოქმედებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ერთ-ერთი საუკეთესო პაკეტი და ისინი სამედიცინო მომსახურებით სრულად არიან უზრუნველყოფილი. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ აღნიშნა, საქართველოში ბოლო წლებში გაიზარდა საპენსიო ასაკის პირთა რაოდენობა, რაც უკავშირდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სამედიცინო მომსახურებაზე გაზრდილ ხელმისაწვდომობას და სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდილ მაჩვენებელს. ვინაიდან, ცვლილებიდან გამომდინარე საბიუჯეტო ხარჯებიც გაიზარდა, წლის ბოლომდე გაზრდილი პენსიებისათვის დამატებით ყოველთვიურად კიდევ 10 მლნ ლარამდე გამოიყოფა. დღეისათვის საპენსიო გასაცემლებზე ყოველთვიურად საშუალოდ 122 მლნ.ლარი იხარჯება . ჯამში, სოციალურ პროგრამებზე 2015 წელს გამოყოფილია 2 785 000 000 ლარი, 2012 წელს კი ეს ხარჯი- 1 793 900 000 ლარი იყო.
|