28 მარტს, გორის მუნიციპალიტეტში, ნიმდის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა ინიციატივით, ქარსაცავი ზოლის აღდგენის ფართომასშტაბიანი სამუშაოები იწყება.
აქციაში დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, საჯარო სკოლების, უნივერსიტეტების, საბავშვო ბაღების, ბიზნესსექტორის, სამინისტროების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
გასვლა გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან, 13:00 სთ-ზე.
ხეები დაირგვება კარალეთი - ძევერისა და გორი - თბილისის გზის ხურვალეთის მონაკვეთებზე.
ღონისძიება ორგანიზებულია პროექტის „მწვანე კედელი“ ფარგლებში, დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა საინიციატივო ჯგუფის მიერ, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობით. პროექტი მხარდაჭერილია ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (NIMD) და ევროპული პარტნიორობა დემოკრატიისთვის (EPD) მიერ.
|