საქართველოს სამგზის ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი და
უამრავი სხვა ჯილდოს მფლობელი, ეს გორელი მოჭადრაკის ციალა ქასოშვილის მონაგარის არასრული
ჩამონათვალია. გორის დარბაზის ინიციატივით, "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" დღეს საზოგადოება
ციალა ქასოშვილის მიღწევებს და საჭადრაკო მოღვაწეობის აქამდე უცნობ დეტალებს დაწვრილებით
გაეცნო. დარბაზის დამფუძნებელმა თამაზ მაყაშვილმა ტიტულოვან სპორტსმენს ქალაქის ოქროს
ფონდის სიგელი გადასცა.