ლევან ქოქოშილს, ლევან სანთელაძეს, რატი საბანაძეს და გიორგი ახალკაცს გორის რაიონულმა სასამართლომ ორ-ორ წლიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება შემაჯამებელ პროცესზე, მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა გამოაცხადა. მოსამართლის ვერდიქტს, გაასაჩივრებენ პატიმრების ადვოკატები. სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავეებად, სახელმწიფო ქონების დაზიანებასა და სასამართლოს შეურაცხყოფაში დასდო. ლევან ქოქოშილი, ლევან სანთელაძე, რატი საბანაძე და გიორგი ახალკაცი 2016 წლის 21 ივლისს, რამაზ ქოქოშვილის სასამართლო სხდომაზე განაჩენის გამოცხადების შემდგომ გამართული აქციის დროს, სახელმწიფო ქონების დაზიანებისა და სასამართლოს შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს. ავტორი: ზეკო გიორგაშვილი "დია"-ს ახალი ამბები.
|