დაბა აგარაში, ერთ ერთ ლიმონათის ცეხში გაზის ბალონი აფეთქდა, რამაც ახალგზრდა მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა. შემთხვევა გუშინ მოხდა, გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება, მომხდარის გამომწვევ მიზეზებს კი გამოძიება სწავლობს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები გვიანობამდე მუშაობდნენ, მომხდართან დაკავშირევით შსს-მ გამოძიება 244-ე მუხლით დაიწყო.