გორის სამხედრო ჰოსპიტალის ექიმების მცდელობის მიუხედავად, 10 წლის ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მოზარდი დღეს საავადმყოფოში სხეულოს მრავლობითი დაზიამებებით შეიყვანეს. დაშავებული ბიჭის გადაყვანა თბილოსში, ბავშვთა კლინიკაში იგეგმებოდა და ამისთვის რიანიმობილიც გამოიძახეს, თუმცა ბიჭი თბილისში გადაყვანამდე გარდაიცვალა. შეგახსენებთ, შემთხვევა დღეს ჭალის დასახლებაში, თამარ მეფის ქუჩაზე მოხდა. ველოსიპედით მოძრავ მოზარდს, მერსედესის მარკის ავტომანქანა დაეჯახა. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობდნენ, მძღოლი არ მიმალულა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
|