"ტელეკომპანია „დიას“ ოფიციალურ ვებგვერდზე შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შეფასების მიზნით საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა დასრულდა. შეკითხვას: „თქვენი აზრით, შიდა ქართლის რომელი მუნიციპალიტეტი მუშაობს ყველაზე ეფექტურად?“ ამ დროის მონაცემებით, 13 620 ადამიანმა უპასუხა.
გამოკითხულთა უმრავლესობა - 57.0 % თვლის, რომ ყველაზე ეფექტურად ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა მუშობს. შემგომ პოზიციას
იკავებს ქარელის მუნიციპალიტეტი 29.5%-თ, მესამე ადგილზეა კასპი 4.5 %-თ, მეოთხეზე
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა 4.3%-თ, ბოლო ადგილს კი ქ. გორის მერია იკავებს
2.9 %-თ.
„დიას" ვებ- გვერდზე საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.