გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 აგვისტოს 13:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1984 კასპის რაიონის სოფლებში მეტეხი, გომი, ბორტა და მიმდებარე სოფლებში, 10:00-დან 18:00 საათამდე 31 აბონენტს ხაშურში ტაბიძის ქუჩაზე, სოფლებში - კლდისწყარო, ლუბრუმა და მიმდებარედ, 11:00-დან 17:00 საათამდე 706 აბონენტს ქარელის რაიონის სოფლებში ძლევიჯვარი, ბრეთი, საღოლაშენი და მიმდებრე სოფლებში, 14:00-დან 14:30 საათამდე 14 აბონენტს ბაკურიანში თრიალეთის, აღმაშენებლის ქუჩებზე და დიდველის მიმდებარედ, 14:00-დან 16:00 საათამდე 2634 აბონენტს გორის რაიონის სოფლებში ხელთუბანი, სვენეთი, თორტიზა და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
|