გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 აგვისტოს 07:00-დან 09:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1014 აბონენტს გორის რაიონის სოფლებში სკრა, ახალხიზა, რიეთი და მიმდებარე სოფლებში; ხოლო 11:00-დან 12:30 საათამდე - 1 აბონენტს ქ. გორში მოსკოვის ქუჩაზე. 08:00-დან 14:00 საათამდე - 2902 აბონენტს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში კლდისწყარო, ქვემო ბროლოსანი, ზემო ბროლოსანი ჩორჩანა და მიმდებარე სოფლებში, ასევე ქარელის რაიონის სოფლებში ფცა, ბრეძა, ატოცი, ავლევი და მიმდებარე სოფლებში. 11:00-დან 18:00 საათამდე - 1095 აბონენტს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვაყა, ტკოცა, დიდი ფლევი, ნახარგორა და მიმდებარე სოფლებში. 11:00-დან 17:00 საათამდე - 401 აბონენტს ქარელის სოფლებში ბრეთი და წვერი. 11:00-დან 18:30 საათამდე - 2368 აბონენტს კასპის რაიონის სოფლებში ხოვლე, თელიანი, სასირეთი, გრაკალი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

|