გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 22 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება 06:00-დან 07:30 საათამდე შეეზღუდება 3376 აბონენტს ქ. ხაშურში რუსთაველის, სააკაძის, კოსტავას, აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩებზე. 07:30-დან 09:00 საათამდე - 561 აბონენტს ხაშურის რაიონის სოფლებში ოსიაური, ზემო და ქვემო ოსიაური. 09:00-დან 10:30 საათამდე - 31 აბონენტს სოფლებში ლებრუმა და კლდისწყარო. 13:00-დან 18:00 საათამდე - 699 აბონენტს ქალაქ ქარელში ჭავჭავაძის, ბუხაიძის ერთობის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში ბებნისი და რუისი. 13:05-დან 18:00 საათამდე - 470 აბონენტს ქარელის რაიონის სოფლებში საღოლაშენი, არადეთი, წვერი, დოღლაური, ბრეთი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
|