გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 აგვისტოს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 81 აბონენტს ხაშურის რაიონში სოფლებში დიდი ფლევი, ფლევი, 11:00-დან 18:00 საათამდე 401 აბონენტს ქარელის რაიონის სოფლებში ბრეთი და წვერი, 11:00-დან 15:00 საათამდე 699 აბონენტს ქარელის რაიონის სოფლებში ბებნისი, რუისი, ქ. ქარელის ნაწილში ჭავჭავაძის, ცაბაძის, თამარ მეფის და მიმდებარე ქუჩებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
|